მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ფორუმის მონაწილეების სასწავლო ვიზიტი ფონდის ოფისში

30 ოქტ, 2017

30 ოქტომბერს, გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ფორუმის მონაწილეები ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისს ესტუმრნენ.

ფონდის წარმომადგენლებმა სასწავლო ვიზიტზე მყოფ 40-მდე სტუმარს  ღია მმართველობის პარტნიორობაში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობა, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი გულისხმობს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისათვის, ასევე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობას ყველა დონეზე.