მესამე სექტორი: „კარტოგრაფების საქმე“ პოლიტიკურად მოტივირებულია

12 ოქტ, 2020

წყარო: ამერიკის ხმა

14 არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კარტოგრაფების საქმე, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრის თემაზეა მიბმული პოლიტიკურად მოტივირებულია. პროკურატურამ რუსეთიდან მიღებული რუკების საფუძველზე დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრები დააკავა, „ოცნება“ ხელს სააკაშვილისკენ იშვერს.

“საგულისხმოა, რომ არაჩვეულებრივი სისწრაფით განვითარდა მოვლენები და პროკურატურა და სასამართლო წარმოუდგენელი სისწრაფით მოქმედებენ. პირველივე დღეს გავიგეთ ბევრი პოპულისტური განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც ფაქტობრივად უკვე დაადანაშაულეს ეს ადამიანები და მათ კავშირებზეც ისაუბრეს. განსაკუთრებით საეჭვო და შემაშფოთებელია, რომ ის რუკები მოწოდებული იქნა ქართველის მიერ, რომელიც  აშკარად კავშირშია რუსულ “ფსბ”-სთან (რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური). თითქოს სიმბოლურია ხაზგასმა 1937-38 წლებისს რუკებისა. ეს არის ის , რასაც მიყვებოდნენ მშობლები და შემდეგ რაც წამიკითხავს. სწორედ ასე იჭერდნენ ადამიანებს 1937-38 წლებში.”- ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილი

“ამერიკის ხმის” სიუჟეტი: