ტრენინგი არქიტექტორებისთვის "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები"-ის გასაცნობად

26 თებ, 2021

2021 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი – “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საცხოვრებელი და ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების” განუყოფელ ნაწილს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, არქიტექტორებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ წლის მარტი/აპრილის თვეში იგეგმება საინფორმაციო ტრენინგი ტექნიკური რეგლამენტის – “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”-ს და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში მსმენელებს მიეცემათ საშუალება „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესებში” განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად გაეცნონ ტექნიკური რეგლამენტის – “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”-ს ძირითად მიზნებსა და გამოყენების პირობებს.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ 14 მარტის ჩათვლით  წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. არქიტექტორის დიპლომის ასლი ან ცნობა
  2. სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია;
  3. საკონტაქტო ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი;

ტრენინგის თარიღის და სხვა დეტალების შესახებ, მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ მოგვიანებით.

ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: .

###