მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში

29 იან, 2019

რადიო აჭარას მულტიპლატფორმული დილის გადაცემის “რადიოვიზიის” სტუმარია ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ხათუნა იოსელიანი.

გადაცემაში საუბარია ფონდის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ აჭარაში.

ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა 2017 წლიდან მუშაობს. პროგრამის მიზანია, ტოლერანტობის გაზრდა საზოგადოებაში კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართ. ადვოკატირების, მცირე გრანტების, კვლევებისა და ანალიზის, გაცვლითი პროგრამების და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით პროგრამა ცდილობს უმცირესობათა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას.

აჭარაში ფონდმა რამდენიმე პროექტი დააფინანსა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია აჭარის ხის მეჩეთების პროექტი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტი “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში”, 2018 წლის ივლისში ჩატარებული მულტიკულტურული ფესტივალი, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებები, რომელმაც ხელი შეუწყო რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დიალოგს და მსჯელობას საერთო პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.