სამოქალაქო განვითარების სააგენტო - სიდა

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე – პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

სტრატეგიული მიზნები:2017-2020 წლებში სიდას საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება
• ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება
• მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება
• პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება
• გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

მისია:
„სიდა“, ბიზნესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან, სამოქალაქო სექტორსა და მთავრობასთან თანამშრომლობის გზით, ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას, პოპულარიზაციასა და განხორციელებას, რითაც ის ხელს უწყობს ეკომიგრანტების, დევნილების, ემიგრანტების, სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, შშმ პირების, ყოფილი პატიმრების, ეროვნული უმცირესობების, პრობაციონერებისა და კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და ინდივიდუალურ განვითარებას.

კონტაქტი

ფიროსმანის ქ. 9/1, რუსთავი, 3700; კეკელიძის 1/3, თბილისი pr@cida.ge +995 341 25 88 22 http://www.cida.ge