ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დაარსდა 2013 წელს და  წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას, რომლის მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. სოციალური გარდაქმნებისათვის EMC ქმნის და მხარს უჭერს  სოლიდარობის პლატფორმებს,  რომელიც აერთიანებს ემანსიპატორულ პოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფებს, აქტივისტებს, ორგანიზაციებს.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის, ჩაგვრის სტრუქტურული მიზეზების გამოვლენას, მათ კრიტიკულ ანალიზსა და უფლებადაცვითი ინსტრუმენტებისა და აქტივისტური ბრძოლის მეთოდების გამოყენებით არსებული პოლიტიკის შეცვლას.

ჩვენ გვჯერა თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების; სოციალურ და ეკონომიკურ სამართლიანობაზე ორიენტირებული, კეთილდღეობის ხელშემწყობი სახელმწიფოს იდეის. ჩვენ ვიბრძვით პოლიტიკურ მონაწილეობაზე დაფუძნებული ინკლუზიური და სამართლიანი დემოკრატიული სისტემების დამკვიდრებისთვის.

ორგანიზაციას ოთხი პროგრამული მიმართულება აქვს და თანადროულად მუშაობს სოციალური პოლიტიკის, თანასწორობის პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის და კრიტიკული პოლიტიკის საკითხებზე.

კონტაქტი

ი.აბაშიძის ქ.12 ბ (შემოსავლელი 14-16 ნომრებს შორის) info@emc.org.ge +995 32 2 233 706, +995 32 2 233 706 https://emc.org.ge/ka/home