ასოციაცია მწვანე ალტერნატივა

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მისიაა ეკონომიკურად ხელსაყრელი და სოციალურად მისაღები ალტერნატივების გზით, საქართველოს გარემოსა და ქვეყნის უნიკალური ბიოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის  მიზანია მდგრადი განვითარებისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა; გარემოსდაცვით საქმიანობაში შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბიზნესის წარმომადგენლების, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების ჩართვის მხარდაჭერა; მდგრადი განვითარების, გარემოს კონსერვაციისა და აღდგენის ხელშემწყობი ფართო სოციალური ალიანსების შექმნა; ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე ლობირების გზით გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით დესტრუქციული პოლიტიკისა და პროექტების შეცვლა ან შეჩერება და მისაღები ალტერნატივების ხელშეწყობა.

კონტაქტი

თბილისი,0179, ფალიაშვილის ქ. N39ბ, IV სართული greenalt@greenalt.org 995 (32) 2221574 http://greenalt.org