ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიზანია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საჯარო ინსტიტუტების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური კვლევების და საჯარო ფინანსების სამოქალაქო ზედამხედველობის უზრუნველყოფით.
ფუნქციები:
იდეების ლაბორატორია – მსოფლიო გამოცდილებაზე დამყარებული, ობიექტური კვლევებით განმტკიცებული და ქვეყნის რეალობაზე მორგებული რეკომენდაციების წარმოება ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში.
შესაძლებლობების ზრდა – სამოქალაქო ინსტიტუტების, სამთავრობო ორგანოების, მედიისა და ფართო საზოგადოების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება მათი ეფექტური თანამონაწილეობისთვის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის და საბიუჯეტო პროცესების შემუშავებაში.
ზედამხედველობა – სამოქალქო საზოგადოების სხვა ინსტიტუტებთან ერთად სახელმწიფო პროგრამების და საბიუჯეტო დანახარჯების მონიტორინგი და ანალიზი.

კონტაქტი

ფალიაშვილი/მოსაშვილის ქუჩა 85/24. შენობა I. სართული IV. info@eprc.ge ტელ/ფაქსი +995 32 2 207 305 http://www.eprc.ge