ღია საზოგადოების ფონდი

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს დაფუძნდა.

ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის განვითარებას, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, ეროვნულ და ევროპულ ინტეგრაციას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და სოციალურ თანასწორობას.