ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი 2009 წელს დააარსა  ორმა მკვლევარმა, ლევან ავალიშვილმა და გიორგი კლდიაშვილმა.

IDFI-ის შექმნის იდეა დაიბადა საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელსაც ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი 2005 წლიდან  პერიოდულად მასპინძლობდნენ საქართველოში. კონფერენციის მხარდამჭერი იყო ამერიკული არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „ეროვნული უსაფრთხოების არქივი.“ კონფერენციის მონაწილე ქართველი და უცხოელი ისტორიკოსები, არქივის მკვლევარები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მმართველობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და იურისტები განიხილავდნენ სხვადასხვა ქვეყნებში სახელწიფო არქივების ღიაობის და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხებს. სწორედაც, 2009 წელს, მორიგი კონფერენციის დროს,  გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში არქივების ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით,  აქტიური ადვოკატირების საქმიანობა განეხორციელებინა ახალ ორგანიზაციას, რომელიც იმუშავებდა ღიაობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე. ასეთი ორგანიზაცია, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, დააფუძნეს ლევან ავალიშვილმა და გიორგი კლდიაშვილმა.

კონტაქტი

ა. გრიბოედოვის ქუჩა №3, 0108, საქართველო, თბილისი info@idfi.ge +99532 2 921514 https://idfi.ge/ge