პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შეიქმნა 2012 წელს. მისი მისიაა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების- მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა, რაც მიიღწევა:

  • ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისა და სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფით.
  • სტრატეგიული სამართალწარმოების გზით სოციალური ჯგუფების დისკრიმინაციის შემთხვევების სასამართლოში წარმომადგენლობით.
  • ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის მხარდაჭერით.
  • ადამიანის უფელებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერებით.
  • სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ორგანიზებით.
  • სამართლებრივი და სოციალური კვლევების ჩატარებით, რომელიც საფუძვლად ედება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ადვოკატირების კამპანიას.

კონტაქტი

თბილისი 0193, ალექსიძის 1, კორპ. #2; ბ.26 phr.georgia@gmail.com ტელ: + 995 032 2 33 13 56; მობ: +995 591 99 48 15 http://www.phr.ge/