საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 2000 წლის 7 მაისს დაარსდა, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

მისი მისიაა, იყოს საქართველოში მიმდინარე კორუფციის რეფორმის შესახებ პირველწყარო; დაეხმაროს მთავრობასა და ზოგადად საზოგადოებას იმ სექტორთა რეფორმირების პროცესის წინ წამოწევაში, სადაც დღეს კორუფცია ჯერ კიდევ არსებობს; ააშენოს და გააძლიეროს ინსტიტუტები და ხელი შეუწყოს კარგ მმართველობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ღია საზოგადოების ფონდის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციაა.