სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგი განეხორციელებინა..

წლების მანძილზე “სამართლიანი არჩევნები” საქართველოში ჩატარებულ 18 არჩევნებს დააკვირდა და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა ქვეყანაში საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების, საარჩევნო და პოლიტიკური გარემოს გაკეთილშობილებისთვის.

ორგანიზაცია ოპერირებს 4 რეგიონული ოფისისა და 73 რაიონული წარმომადგენლის მეშვეობით. როგორც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნები” აერთიანებს 400-მდე წევრს და მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება. საერთო კრება 9 წევრისგან შემდგარ გამგეობას ირჩევს. გამგეობის თითოეული წევრი 3 წლის ვადით აირჩევა. ყოველწლიურად საერთო კრებაზე გამგეობის შემადგენლობის 1/3-ის განახლება ხდება. გამგეობა, თავის მხრივ, აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს და ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებისა და ზოგადი საქმიანობის მეთვალყურეოაბას ახდენს.

კონტაქტი

თბილისი 0160, საქართველო, ონიაშვილის ქ. 37 info@isfed.ge +995 32 2372882 http://www.isfed.ge/