საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-საია

საიას – ყველა პროექტი თუ აქტივობა ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას როგორც ინდივიდების, ასევე ინსტიტუტების დონზე. აღნიშნული მიდგომით საიამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამის დადასტურებაა 20 წლის განმავლობაში 3 ათასამდე წარმატებით დასრულებული საქმე საქართველოს საერთო სასამართლოებში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი 30 საკონსტიტუციო საჩივრიდან _ 8, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარდგენილი 135 საჩივრიდან _ 8 წარმატებით დასრულდა, უმრავლესობა კი განხილვის პროცესშია.

საია – წლების განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ეს ეხებოდა როგორც  სისხლის, ისე ადმინისტრაციული სამართლის სფეროებს, ციხეებში პატიმართა მდგომარეობის შესწავლასა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, საკუთრების უფლებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვას. წლების განმავლობაში ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მედიის თავისუფლების საკითხებზე, ასევე, არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული ანტიკორუფციული მიმართულებით (მაგალითად „საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“; ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში, რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მონიტორინგი და ა.შ.).

საია  – 15 წელზე მეტია აკვირდება და მონიტორინგს უწევს ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების პროცესებს.

საიას  –  წლების განმავლობაში განხორციელებული აქვს ყველაზე გახმაურებული სამი კამპანია:  „სიცოცხლის უფლება“;  „არ აწამო“; „ეს შენ გეხება“
საია ერთ-ერთ ყველაზე ცნობად არასამთავრობო ორგანიზაციად არის აღიარებული საქართველოს მასშტაბით.

კონტაქტი

თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #1 GYLA@GYLA.GE (995 32) 293 61 01 / 295 23 53, ფაქსი: (995 32) 292 32 11 https://gyla.ge