საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ატლანტიკური საბჭო არის არაკომერციული, პოლიტიკურად არააფილირებული, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა და ფუნქციონირებს 1996 წლიდან. იგი წარმოადგენს ე.წ. ქოლგა ორგანიზაციას, რომლის ფარგლებშიც ერთიანდებიან ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის მომხრე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ განვითარებას.

ორგანიზაცია იზიარებს უსაფრთხოების ფართო კონცეპტუალურ გაგებას. თავისი საქმიანობისას, იგი ფოკუსირდება ფართო სპექტრის საკითხებზე რომლებიც მოიცავს როგორც სამხედრო-თავდაცვით, ასევე ეკონომიკურ უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის თემატიკას. საბჭოს მიაჩნია, რომ  მმართველობის სისტემაში დემოკრატიული ბალანსირებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვა, სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი და აქტიური  ჩართულობა საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მის იმპლემენტაციაზე სათანადო სამოქალაქო კონტროლი ძალზედ მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ატლანტიკური საბჭო არის ატლანტიკური საბჭოს ასოციაციის (ATA)  წევრი და გააჩნია ახალგაზრდული ფრთა – იატა საქართველო (YATA Georgia.)

კონტაქტი

ჯურხა ნადირაძის ქუჩა 8, 0186, თბილისი, საქართველო +995 599 97 51 55 http://acge.ge