საზოგადოება და ბანკები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ 2013 წლის ბოლოს შეიქმნა.

დღეს საკმაოდ აქტუალურად დგას პრობლემა, როდესაც იქმნება არასწორი წარმოდგენა საზოგადოების მხრიდან ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ამის აღმოსაფხვრელად ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს. ამისთვის კი „საზოგადოება და ბანკების“ გუნდი გეგმავს მრავალფეროვან კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, ბანკებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან.

კონტაქტი

საქართველო, თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5 info@sab.ge 240 05 05 http://sab.ge/ge