თანასწორობის მოძრაობა

გუნდის წევრებს სურთ ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში,  სადაც ადამიანების გენდერული იდენტობა თუ სექსუალური ორიენტაცია არ ხდება ძალადობის და აგრესიის სხვა ფორმის გამოვლინების მიზეზი, ლგბტქ თემის წევრები და ქალები საზოგადოების თანასწორი წევრები არიან.

ამ ხედვის რეალიზაციისათვის  მათი მისიაა ლგბტ თემისა და ქალთა მხარდაჭერა მათი საზოგადოებაშისრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის და იმავდროულად საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს, როგორც საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალურ თუ სამართლებრივი სერვისებისა მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე ახორციელებს პოლიტიკის ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების ცვლილების ჩარევებს.

2016 – 2019 წლის განმავლობაში ორგანიზაცია გეგმავს იმუშაოს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

·   ლგბტქ თემის წარმომადგენელებისა და ქალთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწავდომობის უზრუნველყოფა

·   ლგბტქ თემის წევრთა და ქალების მობილიზაცია და ინტეგრაციის ხელშეწყობა

·   ლგბტქ თემისა და ქალთა გაძლიერებისათვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება