ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) დაფუძნდა 2013 წლის 26 აგვისტოს.  ორგანიზაციის მიზნებია: რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვა; სეკულარული სახელმწიფოს იდეის დაცვა და გავრცელება; კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი.