პოლიტიკური პარტიების ხედვა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით

13 ოქტ, 2020

13 ოქტომბერს ხუთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო საკუთარი ხედვა 2020-2024 წლებში საქართველოს ევროკავშირში  ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ღონისძიება ღია  საზოგადოების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილე  საარჩევნო სუბიექტებმა  პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრეს, რომელიც საგარეო პოლიტიკას, კონკრეტულად კი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება.  შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ პარტიებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია მომდევნო ოთხი წლის მანძილზე და იმსჯელეს, თუ რა ეტაპების გავლა იქნება საჭირო და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, როგორ და რა დროში ხედავენ პარტიები  ამ ეტაპებს და როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მომზადება ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გასაკეთებლად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ

  • ევროპული საქართველო – სერგი კაპანაძე
  • ნაციონალური მოძრაობა – სალომე სამადაშვილი
  • სტრატეგია აღმაშენებელი – თეონა აქუბარდია
  • ქართული ოცნება – ნიკა სამხარაძე
  • ლელო – დავით უსუფაშვილი

ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ აქ: ღია საზოგადოების ფონდის ფეისბუქის გვერდი.

მედია ამ თემაზე:

ინტერპრესნიუს.ჯი -“ქართული ოცნება”, “ნაცმოძრაობა”, “ლელო”, “ევროპული საქართველო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდება, 13.10.2020;