ადამიანის უფლებები

მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებების პროგრამის მთავარი პრიორიტეტებია:

  • არასამთავრობო სექტორისა და ახალი აქტივისტური ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება, მხარდაჭერის გამწევი აქტორების კოორდინაციის, ანალიტიკური დოკუმენტებისა და იურიდიული დახმარების ქსელისა მხარდაჭერის გზით;

 

  • სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების („ვეთინგის“) და ინსტიტუციური რეფორმების ჩატარების ხელშეწყობა ევროკავშირის კომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად;

 

  • საპარლამენტო არჩევნებზე ახალგაზრდებისა და ხმის პირველად მიმცემ ამომრჩეველთა გამოცხადების წახალისება და ხელშეწყობა;

 

  • თანასწორობის კოალიციის მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები. დისკრიმინირებულმა ჯგუფებმა მიიღონ ადეკვატური სამართლებრივი დახმარება. გამოვლინდეს სისტემური ხარვეზები და შემუშავდეს მათი აღმოფხვრის საშუალებები.

 

ადამიანის უფლებების პროგრამა განიხილავს როგორც ფასილიტირებულ, ასევე ღია კარის წესით მიღებულ განაცხადებს პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად.

 

სხვა პროგრამები:

მედიაპროგრამა

ეროვნული ინტეგრაცია

ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებები

კონტაქტი

ადამიანის უფლებების პროგრამა

+995 032 225 04 63 კონტაქტი