მედიის მხარდაჭერა

 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მედიის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენებისათვის.

ფონდის მედიაპროგრამა გააგრძელებს თანამშრომლობას მის პარტნიორ მედიებთან, დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ჟურნალისტურ ჯგუფებთან დედაქალაქსა და რეგიონებში,  რომლებიც ქმნიან სანდო და ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიტიკურ და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს, და ყოველდღიურ ახალ ამბებს ონლაინ.

ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით ფონდი გააგრძელებს მუშაობას ორგანიზაციებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან კოალიციაში მედიის ადვოკატირებისათვის. USAID დაფინანსებითა და IREX-თან თანამშრომლობით, ფონდის მედიაპროგრამა იზრუნებს მედიის ადვოკატირების კოალიციის გაძლიერებაზე, ხოლო კოალიციის ადვოკატირების კამპანიები მიმართული იქნება არადემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივების, კრიტიკული მედიის მიმართ დისკრიმინაციული სამართლებრივი და ფინანსური აქტებისა და  ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ.

პარტნიორებთან ერთად ფონდი განახორციელებს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიებს.

 

სხვა პროგრამები:

ეროვნული ინტეგრაცია

ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებები

მედიაპროგრამა