საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

2022 წელს ღია საზოგადოების ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა იმუშავებს მიმდინარე პარტნიორებთან. შესაბამისად, ღია კარის წესით შემოსული პროექტები არ განიხილება.

2022 წელს  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა  გააგრძელებს გრძელვადიანი პარტნიორების დაფინანსებას, რომლებიც მუშაობენ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებისა  და მათი ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე და ნარკომანიის პოლიტიკის სფეროს მონიტორინგზე.  პარტნიორებთან ერთად ხელს შევუწყობთ წამალდამოკიდებულებით გამოწვეული ზიანის შემცირების ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვას. ერთ-ერთ სამიზნედ დარჩება მარგინალურ ჯგუფების წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებსა და მომსახურებაზე.

თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ  ფონდი ასრულებს საქმიანობას პალიატიური მზრუნველობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის  და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სფეროებში.  ამ მიმართულებით პროგრამა იმუშავებს მხოლოდ არსებული პარტნიორი ორგანიზაციების მდგრადობის მხარდაჭერასა და შიდა პროექტების განხორციელებაზე, რაც ფონდის რესურსით განხორციელდება.

კონტაქტი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა

+995 032 225 04 63 კონტაქტი