2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში

12 ოქტ, 2020
იხილეთ სრული ვერსია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური სექტებრის თვეში გამოვლენილ წინასაარჩევნო დარღვევებს ასახავს. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

– სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;

– ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა;

– მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა;

– პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.

ნახეთ ანგარიში სრულად.