ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისთვის

30 სექ, 2011
იხილეთ სრული ვერსია

პუბლიკაცია პრაქტიკული დანიშნულებისაა და წამოადგენს გზამკვლევს იურისტებისათვის, რათა მათ გაუადვილდეთ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დასაცავად.

სახელმძღვანელოში განხილულია კონსტიტუციური დებულებები, კონვენციები, კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სამედიცინო მომსახურების გამწევის და პაციენტის უფლება-მოვალეობანი და პაციენტებთან და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან დაკავშირებული რეალური მაგალითები და საქმეები.

სახელმძღვანელო შექმნილია როგორც სასამართლოში დავის წარმოების დამხმარე მასალად, ასევე ტრეინინგებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო ძირითადად იურისტებისთვისაა დაწერილი, იგი შეიძლება საინტერესო იყოს აგრეთვე ექიმებისთვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისათვის, ჯანდაცვის მენეჯერებისათვის და პაციენტებისათვის, რომელთაც სურთ უფრო ახლოს გაეცნონ პაციენტის და ჯანდაცვის მიმწოდებლის უფლებებისა და მოვალეობების იურიდიულ საფუძველს და აღსრულების მექანიზმებს.

პუბლიკაცია მომზადებული ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

ავტორები: კახაბერ ასლანიშვილი, მამუკა ჯიბუტი, ალექსანდრე იმედაშვილი, გივი ჯავაშვილი, ნინო კიკნაძე, ზაზა მეიშვილი, ნინო მირზიკაშვილი.

ISBN: 978-9941-0-3010-9

ადამიანის უფლებები ჯანდაცვაში by on Scribd