აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა

10 მაი, 2022
იხილეთ სრული ვერსია

ქართული პრაქტიკის ანალიზი

ანგარიშზე პასუხისმგებელი პირი: გურამ იმნაძე
ანგარიშის ავტორი: მარიამ პატარიძე რედაქტორი: ნინო ხიდიშელიყდის დიზაინი: სალომე ლაცაბიძე დაკაბადონება: თორნიკე ლორთქიფანიძე
ISBN: 978-9941-8-4374-7

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სოციოეკონომიკური სირთულეები ხშირ შემთხვევაში იწვევს სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ პროტესტს. ბოლოწლებში გართულებული პოლიტიკური და სოციალური ფონის კვალდაკვალ, ტენდენციის სახეს იძენს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური კო ნფლიქტების პოლიციის ხელით მართვა. სულ უფრო ნაკლებად ჩანს ხელისუფლების მცდელობა, შექმნას რეალური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დიალოგის სივრცეები და პრეცედენტები. ამის საპირისპიროდ, ეფექტიანი მმართველობის განხორციელებისას, მეტი აქცენტი კეთდება საპოლიციო იძულებაზე და კონტროლის
მექანიზმებზე.

საპოლიციო ძალა სულ უფრო ხშირად გვევლინება პროცესების მართვის წამყვან მექანიზმად, როგორც პოლიტიკური კრიზისების დროს, ისე სხვადასხვა სოციალურ საკითხთან დაკავშირებულ კონფლიქტებში. განსაკუთრებით პრობლემურია ხელისუფლების მიერ ბალანსის დაცვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასა თუ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შორის. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს და ამას უზრუნველყოფს ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით. აღნიშნულის პირდაპირი შედეგიც მოქალაქეთა თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვაა. ამავდროულად, გამოსარჩევია ცალკეულ შემთხვევებში პოლიციის არაეფექტიანობა და დემონსტრაციული უმოქმედობა, რის შედეგადაც უხეშად ილახება მშვიდობიანი შეკრებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები. სამართალდამცავთა მხრიდან ჭარბი ძალაუფლების დემონსტრირება (და რიგ შემთხვევაში ძალის არარსებობის დემონსტრირება) არა მხოლოდ კონკრეტულ შეკრე-
ბებში მონაწილე პირებს ულახავს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ზოგადად, აღნიშნულს აქვს „მსუსხავი ეფექტი“ ქვეყანაში შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს კი ცალსახად ემსახურება საზოგადოებაში ერთგვარი შიშის დანერგვასა და ამ გზით საპროტესტო მუხტის ჩახშობას.

წინამდებარე ანგარიში მოიცავს პროექტის „იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისთვის“ ფარგლებში 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით წარმოებულ საქმეებსა და მათ ანალიზს. დოკუმენტი აფასებს აღნიშნულ პერიოდში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებისას საპოლიციო მოქმედებებს, გამოყენებული
ძალის პროპორციულობას, უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას.