არასათანადო მოპყრობის ხელშემწყობი კრიმინალური სუბკულტურის ღრმად ფესვგადგმული პრობლემა

12 დეკ, 2022

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის (2021-2027) არასათანადო მოპყრობისა და წამებისადმი მიძღვნილი ნაწილი ერთერთი მოკლევადიანი პრიორიტეტის სახით საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, `უზრუნველყოს წამების საწინააღმდეგო შესაბამისი სამოქმედო გეგმების განხორციელება, გაატაროს შემდგომი ზომები არასათანადო მოპყრობასა და წამებასთან საბრძოლველად და გააძლიეროს ძალისხმევა დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად“. დღის წესრიგში (ნაწილი მართლმსაჯულების შესახებ) ასევე პრიორიტეტულად არის მიჩნეული `დანაშაულის პრევენციისა და პენიტენციური სტრატეგიის განხორციელების დაჩქარება, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემებში, ასევე გათავისუფლების შემდეგ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიდგომების გამოყენებით“. თუმცა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ღრმად ფესვგადგმული კრიმინალური სუბკულტურის არსებობა არაეფექტიანს ხდის როგორც არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ნებისმიერ მიზანმიმართულ სარეაბილიტაციო ძალისხმევას. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა და სისტემის წინაშე მდგომი განსაკუთრებული პრობლემა ცალსახად არ არის ნახსენები დღის წესრიგში, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს მის არსებობას.

 

ავტორი:
ცირა ჭანტურია – ორგანიზაციის `ციხის საერთაშორისო რეფორმა“
(Penal Reform International) სახელით