ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკის გაზრდა საქართველოში ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებაზე უარის თქმის გამო

12 დეკ, 2022
იხილეთ სრული ვერსია

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კრიტიკულ მიმოხილვას საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი განათლების არარსებობისა და ამ საკითხიდან გამომდინარე პრობლემების შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაფართოვდა ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულებისა და გენდერული ძალადობის პრობლემა, მაგრამ მისი ძირეული მიზეზები არ მოგვარებულა. ბავშვები არაფორმალური არხებით, მათ შორის სოციალური მედიისა და თანატოლების მეშვეობით, იღებენ ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ამ ინფორმაციის მოძიებისას ისინი აწყდებიან კიბერ სექსუალური ძალადობისა და არასათანადო მიზნებით მათი ნდობის მოპოვების გაზრდილ რისკებს. მდგომარეობა მძიმეა, ვინაიდან ხელისუფლება ვერ პოულობს გზებს ულტრა- მემარჯვენეების წინააღმდეგობის დასაძლევად და, შესაბამისად, ბავშვები ამ საკითხებთან დაკავშირებული
ცოდნის უქონლობის საფრთხის წინაშე რჩებიან.

 

ავტორები:
ანა არგანაშვილი, ანა აბაშიძე
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სახელით