დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში

28 მაი, 2018
იხილეთ სრული ვერსია

2017 წლის ანგარიში

აღნიშნული ანგარიში აანალიზებს 2017 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებას და ასახავს დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს, სახელმწიფოს პოლიტიკას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას. დოკუმენტი “კოალიცია თანასწორობისთვის” მიერ მომზადებული რიგით მეორე ანგარიშია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას და თანასწორობის უზრუნველყოფას. ანგარიში აანალიზებს ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით წლის განმავლობაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს. იგი აერთიანებს ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების, ლგბტქი ადამიანების, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების, ეთნიკური უმცირესობების, სექსმუშაკებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას, ასევე _ აზერბაიჯანიდან დევნილ დისიდენტებსა და ჩაღლარის სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას სთავაზობს რეკომენდაციებს აღნიშნულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების ეფექტური რეალიზების მიზნით.