სტატუსმეტრი 2.0 - ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობა

20 აპრ, 2023
იხილეთ სრული ვერსია

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებაზე დაკვირვებას აგრძელებენ. „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. თითოეული პირობის  ირგვლივ ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერასთან ერთად, დოკუმენტი დარჩენილი გამოწვევებისა და პრობლემების ჩამონათვალსაც გვთავაზობს.