კრიზისის გადალახვიდან - XXI საუკუნის საარჩევნო ადმინისტრაციისკენ

11 მარ, 2021
იხილეთ სრული ვერსია

რეფორმის პაკეტის ძირითადი ხედვა და პრინციპები

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიციის უნდობლობა, არჩევნების მეორე რაუნდიდან მათი გამოთიშვა და ახლადარჩეული პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა. დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებიდან ირკვევა, რომ არჩევნების დღეს ბევრი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოვლინდა, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

ეს და ბევრი სხვა ფაქტორი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საარჩევნო ადმინისტრირება ძირეულ რეფორმას საჭიროებს. რეფორმის მიზანი უნდა იყოს ორი პრინციპული ამოცანა: საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და მისდამი საზოგადოების ნდობის გაზრდა; საარჩევნო პროცესში დამოუკიდებელი და მასშტაბური სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა. შედეგად, საარჩევნო პოლიტიკური კულტურისა და პასუხისმგებლობის განვითარება. მხოლოდ ასე, ადმინისტრაციული რეფორმებისა და სამოქალაქო ჩართულობის კომბინაციით გაძლიერდება საარჩევნო პროცესები და მის მიმართ ნდობა.

კრიზისის გადალახვიდან – XXI საუკუნის საარჩევნო ადმინისტრაციისკენ by OSGF on Scribd