„ნატანები 3 ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ზოგადი მიმოხილვა

13 ოქტ, 2021
იხილეთ სრული ვერსია

ანგარიშზე მუშაობდნენ:

მარიამ ხვედელიძე – მკვლევარი, გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მაგისტრი; არასამთავრობო ორგანიზაციის – საზოგადოება მდგრადი მომავლისთვის (CSF) თანადამფუძნებელი.

მარიამ არჩუაძე – ეკოლოგი, ბუნებრივი რესურსების მართვის მაგისტრი; არასამთავრობო ორგანიზაციის – საზოგადოება მდგრადი მომავლისთვის (CSF) თანადამფუძნებელი.

ვალერიან თევდორაძე – გარემოსდაცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მაგისტრანტი; არასამთავრობო ორგანიზაციის – საზოგადოება მდგრადი მომავლისთვის (CSF) თანადამფუძნებელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაკიჯვართან, მდინარე ნატანებზე იგეგმება

9.085 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ნატანები 3 ჰესის” მშენებლობა. დერივაციული ტიპის ჰესის სადაწნეო მილსადენის განლაგება დაგეგმილია მდინარე ნატანების 4.4 კმ- იან (4416მ) მონაკვეთზე (იხ. ფოტოსურათი 1). პროექტის განხორციელებას გეგმავს შპს

„უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენი”. კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების (სკოპინგისა და გზშ-ის ანგარიშები) შემუშავება საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგს” დაუკვეთა. კომპანიამ შესრულებული გზშ-ის ანგარიში 2021 წლის იანვარში წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი შენიშვნებისა და დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზნით, სამინისტრომ 17 მარტს შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. კომპანიამ დამატებითი ინფორმაცია 13 აპრილს, ერთ თვეზე ნაკლებ დროში წარადგინა.