პანდემიის მართვასთან დაკავშირებული საპარლამენტო კონტროლი

29 მარ, 2022
იხილეთ სრული ვერსია

წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია 2020 წლის 21 მარტიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – პანდემიის მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მთავრობის საქმიანობაზე განხორციელებული ზედამხედველობა და მისი შედეგები.

„კორონავირუსის“ პანდემიის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საქმიანობის ეფექტური კონტროლი ვერ განახორციელა. საკანონმდებლო ორგანომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება მთავრობაზე მოახდინა. პარლამენტს, ასევე, არ შეუმოწმებია მთავრობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. საპარლამენტო კონტროლს მიღმა დარჩა მთავრობის მიერ ამოქმედებული კონკრეტული შემზღუდველი ღონისძიებების აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება.

კვლევის მიზანია, შეფასდეს პანდემიის პროცესში პარლამენტის მიერ მთავრობაზე ზედამხედველობის განხორციელება, კერძოდ, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება პანდემიასა და მის თანმდევ, მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით. „კორონავირუსის“ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პროცესში, ქვეყნისთვის კრიტიკულ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობა. საანგარიშო პერიოდი ქვეყანაში საარჩევნო პროცესებს და პოლიტიკურ დაძაბულობას დაემთხვა, რამაც გავლენა იქონია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაზეც.