ქართული ონლაინ ჯგუფების ულტრანაციონალისტური ნარატივი

27 დეკ, 2019
იხილეთ სრული ვერსია

წინამდებარე კვლევის ანგარიში დაიწერა 2019 წლის ივლისში. ტექსტის მიზანია, აღვწეროთ და გავიგოთ ინტერნეტ-ჯგუფების ულტრანაციონალისტური ნარატივ(ებ)ი.

კვლევის ავტორები, ერთდროულად ვართ როგორც დამკვირვებლები (კვლევის მიზნიდან გამომდინარე), ისე პროცესის მონაწილეები, შესაბამისად, მიმდინარე მოვლენებისა და საკვლევი პროცესისგან სრული დისტანცირება შეუძლებელია. კვლევის პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის სიჭარბემ გაართულა ერთ ტექსტში ყველა საკითხის თავმოყრა. შევეცადეთ, წინამდებარე ნაშრომში წარმოგვეჩინა რამდენიმე საკითხი და ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ ჯგუფების დისკურსის შესწავლის პროცესში.

წინამდებარე კვლევა სხვა მსგავსი კვლევებისგან იმით განსხვავდება, რომ საკვლევ გარემოდ იყენებს ინტერნეტს, რომელიც მუდმივად და სწრაფად ცვალებადი სივრცეა. კვლევაში შევეცადეთ, ამ ცვალებადობაში მოგვეხელთებინა შედარებით მყარი და სტაბილური ფრაგმენტები, რათა ისინი შემდგომი მსჯელობის საგანი გახდეს.

მკვლევარები/ავტორები: ქეთი სართანია, ალექსანდრე წურქავა
მიმების თემატური სიახლოვისა და კონტენტ ანალიზის განხორციელებაში მხარდაჭერა თვისებრივი მონაცემების ანალიზის კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით (CAQDA): თემურ გუგუშვილი
კვლევის ასისტენტი: ანა მიქაძე
კვლევის ხელმძღვანელი და რედაქტორი: ეკატერინე ჭითანავა
სტილის რედაქტორი: ზაალ ჩხეიძე
დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე

ქართული ონლაინ ჯგუფების ულტ… by OSGF on Scribd