ქურთული თეატრი საქართველოში

29 ნოე, 2021
იხილეთ სრული ვერსია

ალბომი მომზადდა ორგანიზაცია – „ქურთულ-ქართული სოციო-კულტურული პლატფორმის“ მიერ, ფონდის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად  ისახავს ქურთული თეატრალური ხელოვნების წარმოჩენას, ქურთული/იეზიდური კულტურული თვითმყოფადობის გაცნობას ფართო აუდიტორიისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქურთული თემის მონაწილეობის გააქტიურებას.

ალბომი საინტერესოა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი თემისთვის თუ ეთნიკური ჯგუფისთვის, რადგან არა მხოლოდ თეატრისა და მისი წარსული ცხოვრების, არამედ ქურთულ/იეზიდური თემის ყოველდღიურობის, ადათ-წესებისა და  ტრადიციების შესახებაც გვიამბობს. ის აერთიანებს თეატრის ძველ აფიშებს, პროგრამებს, რეცენზიებს, ფოტოსურათებს თეატრის ცხოვრებიდან, ფოტოებს იეზიდური სიმბოლიკით და სხვა მასალას.