რატომ გვჭირდება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო?

12 დეკ, 2022
იხილეთ სრული ვერსია

კორუფცია ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, არღვევს ადამიანის უფლებებს, თანდათანობით აუარესებს ცხოვრების დონეს, ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმსა და უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს. იგი სიღარიბის დაძლევისა და განვითარების დამაბრკოლებელი მთავარი ელემენტია. საქართველოს მთავრობამ ანტიკორუფციული მიმართულებით ეფექტური და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების ვალდებულება არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე აიღო. მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება პირდაპირ მიუთითებს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და გაერო-ს 2003 წლის კონვენციის (UNCAC) დანერგვის ვალდებულებაზე. ამის საპირისპიროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი _ სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, მმართველი პარტიის დამფუძნებლის “გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება.“
გაუარესებულ ანტიკორუფციულ გარემოს თან ერთვის ამ მიმართულებით რეფორმების თითქმის სრულად
შეჩერება. არსებული ვითარება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით, თუმცა, ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის თითქმის სრული დაუსჯელობით ხასიათდება.

ავტორები:
ალექსანდრე ქევხიშვილი, ლილი ლეჟავა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სახელით