რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში

6 მაი, 2020
იხილეთ სრული ვერსია

ანგარიში 2010-2019

ანგარიშზე მუშაობდნენ: მარიამ ღავთაძე, ეკა ჭითანავა, ანზორ ხატიაშვილი, მარიამ ჯიქია, შოთა თუთბერიძე, გვანცა ლომაია

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ ღავთაძე
რედაქტირება და კორექტურა: ქეთევან ჩოლოყაშვილი
დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით 2010-2019 წლებში არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო პოლიტიკა, ასევე წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.

ანგარიშში მიმოხილულია სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრობლემა; რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულები და მათზე სახელმწიფოს რეაგირების საკითხი, მათ შორის მუსლიმთა უფლებების დარღვევის ფაქტები და გამოძიება, ასევე იეჰოვას მოწმეთა დევნისა და უფლებების დარღვევის ფაქტების ანალიზი; რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები; ანგარიშში შეფასებულია რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომლებიც არათანაბარ პირობებს ქმნიდა რელიგიური ორგანიზაციებისთვის; კონფესიების სახელმწიფო დაფინანსება და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიები; საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევისა და დისკრიმინაციის პრობლემა; რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება და ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები; რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს პრობლემური მანდატი და სახელმწიფოს მიერ არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა.

 

რელიგიისა და რწმენის თავისუ… by OSGF on Scribd