როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს?-რეკომენდაციები

4 აპრ, 2020
იხილეთ სრული ვერსია

COVID 19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისი ქართულ ეკონომიკასაც შეეხო და იგი დღითიდღე უფრო მწვავე ხდება. ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილის შეჩერება უარყოფითად აისახება შრომის ბაზარზე. თუმცა, პანდემიის უარყოფითი გავლენა ყველა მშრომელზე თანაბრად არ ვრცელდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი თუ დასაქმებულთა რომელი ჯგუფები არიან ყველაზე მოწყვლადი მოცემულ სიტუაციაში.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს შრომის ბაზრის თავისებურებების გათვალისწინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას სთავაზობს რეკომენდაციებს მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის.

წარმოდგენილი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ კრიზისული პერიოდის მართვას და მათში არ არის საუბარი ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სისტემის ძირეულ ცვლილებაზე, რაც გაცილებით მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. პანდემიის პირობებში მთავარი პრინციპი ისეთი ზომების მიღებაა, რომელთა განხორციელება სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯით შეიძლება მოხდეს.

თუმცა, ამავდროულად ვიტოვებთ იმედს, რომ მოცემული გამოცდილება საკმარის საფუძველს შექმნის პოსტკრიზისულ პერიოდში სოციალური უსაფრთხოების სისტემის უფრო სიღრმისეული რეფორმისათვის.

 

რეკომენდაციები მთავრობისთვი… by OSGF on Scribd

მედია ამ თემაზე:

რადიო “თავისუფლების” დილის ეთერში რეკომენდაციების პაკეტის ერთერთი ავტორი ვახტანგ ნაცვლიშვილი.

“სახელმწიფო და მთელი პოლიტიკური კლასი უფრო მეტად ლაპარაკობს ბიზნესის მხარდაჭერის გეგმებზე ვიდრე მათზე, ვისაც გადაუდებლად სჭირდება დახმარება”

ღია საზოგადოების ფონდი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ ხელისუფლებას სთავაზობს რეკომენდაციებს მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკის დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მასში აღწერილია სოციალური დაცვის საჭიროების მქონე რამდენიმე ჯგუფი და ჩამოთვლილია ნაბიჯები, რომლებზეც ავტორების განმარტებით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. დოკუმენტის ავტორია ანა დიაკონიძე, თანაავტორი – ვახტანგ ნაცვლიშვილი


ფონდის წარმომადგენელი, კვლევის ავტორი ვახტან ნაცვლიშვილი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში:

კვლევის ავტორები ანა დიაკონიძე და ვახტანგ ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ზე.