სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ საჩივრების ეფექტიანი გამოძიების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები

12 დეკ, 2022
იხილეთ სრული ვერსია

საქართველოს სამართალდამცავ სისტემასა და პენიტენციურ დაწესებულებებში წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და არასათანადო მოპყრობა. ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო საჯარო დემონსტრაციების დროს არაპროპორციული ძალის გამოყენება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის გზით მოწმის ჩვენებების მიღება და წამება ციხეებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში. სახელმწიფოს არაადეკვატურმა რეაქციამ კიდევ უფრო გააძლიერა არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების გადამეტების პრობლემა, რაც გამოიხატებოდა მტკიცებულებების შეგროვების გაჭიანურებაში, ცალმხრივი და ფორმალური გამოძიების
ჩატარებაში, სამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და ზოგადად, დამნაშავის დაუსჯელობაში. სახელმწიფოს არაეფექტიანმა რეაგირებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა სისტემაში დაუსჯელობის პრობლემა. შესაბამისად, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

 

ავტორი:
გურამ იმნაძე
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სახელით