საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება

5 დეკ, 2017
იხილეთ სრული ვერსია

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი: ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები
ავტორები: გიორგი ტოკლიკიშვილი; თეონა ტურაშვილი; კოკა კიღურაძე; თამარ ნასყიდაშვილი; გოგა თუშურაშვილი; ვახტანგ ნაცვლიშვილი

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისადა დეცენტრალიზაციის გაძლიერებასაჯარო მმართველობის რეფორმისერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020 ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ცალკე თავს შეიცავს. დოკუმენტის მიხედვით, რეფორმის მიზანია დეცენტრალიზაციის პროცესის გაუმჯობესება და ადგილობრივ დონეზე უკეთესი მმართველობის მიღწევა.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის უახლესი ტალღა 2014 წელს ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით აღინიშნა. ის, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავდა გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევას, კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნას, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ, ისე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის, ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდის გარანტირების შექმნას, მუნიციპალურ მოხელეთა უწყვეტი სწავლების მყარი ფინანსური და სამართლებრივი საფუძვლების დადგენას.