საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის დიალოგში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე

5 ივლ, 2021
იხილეთ სრული ვერსია

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით და აერთიანებს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს საქართველოში 2020 წელს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე.

დოკუმენტი ცხრა ნაწილისგან შედგება: 1) ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა; 2) ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში; 3) რელიგიის და რწმენის თავისუფლება საქართველოში; 4) ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; 5) ქალთა გაძლიერება; 6) ბავშვთა უფლებები; 7) შრომითი უფლებები; 8) წამება და არასათანადო მოპყრობა და 9) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

ვიმედოვნებთ, რომ მიუკერძოებელი შეფასება ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგის პროცესს და წარმოაჩენს წვლილსა და რეკომენდაციებს იმისათვის, რომ საქართველოში უკეთ იქნას დაცული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.