სარეკომენდაციო დოკუმენტი ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესახებ

17 მაი, 2019
იხილეთ სრული ვერსია

პოლიტიკის აღნიშული დოკუმენტი ეყრდნობა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევას , რომელიც ,  ღია საზოგადოების ფონდის  მხარდაჭერით , სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 2018 – 2019 წლებში განახორციელა .

კვლევის მიზანი იყო ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით არსებული ვითარების შეფასება . მსგავსი ფოკუსით კვლევა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა . გასათვალისწინებელია ისიც , რომ ის უმეტესწილად აქცენტს აკეთებს ეთნიკური უმცირესო ბების იმ წარმომადგენლების პოზიციაზე , რომლებიც კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ 1 . შესაბამისად , აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მტკიცებულებათა მნიშვნელოვან წყაროს სახელმწიფო დონეზე ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის შესაძლებ ლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიმართულებით .