უფლება სათანადო საცხოვრებელზე

4 დეკ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს სათანადო საცხოვრებლის უფლების საერთაშორისო სტანდარტებს, კარგ პრაქტიკას და უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მიმდინარე კვლევის ერთიერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განუყოფლობის კონცეფციის დანახვა სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან კავშირში. ამ კუთხით მოსაზრებების არაერთგვაროვნების მიუხედავად, წინამდებარე დო- კუმენტი ყურადღებას ამახვილებს საყოველთაო კონსენსუსზე, რომელიც სასამართლოების მიერ განსჯადი არაერთი უფლებრივი შინაარსის ქვეშ ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს სათანადო საცხოვრებლის უფლების ცალკეულ კომპონენტებს.

წინამდებარე კვლევა ექვსი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ასახავს სოციალური უფლებების მნიშვნელობის შესახებ არსებული ხედვის განვითარების ისტორიულ პროცესს, რამდენადაც ამ უკანასკნელში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სწორედ სათანადო საცხოვრებლის უფლებას უჭირავს. მეორე ნაწილი აჩვენებს საერთაშორისო დოკუმენტებისა და სხვა ქვეყნების კონსტიტუციების მიერ დადგენილ სტანდარტებს. მესამე ნაწილი წინა ნაწილების გათვალისწინებით აჯამებს და აზუსტებს სათანადო საცხოვრებლის უფლების თანამედროვე შინაარსს და წარმოაჩენს მისი განხორციელების ფუძემდებლურ პრინციპებს. მეოთხე ნაწილი მიმოიხილავს საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოების განმარტებებს იმ პირობებში, როდესაც უფლების დამდგენი დოკუმენტი სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ ჩანაწერს არ შეიცავს. დოკუმენტის მეხუთე ნაწილი მიმოიხილავს ეროვნული საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს, რაც საერთო ჯამში ქმნის საცხოვრებლის უფლების რეალიზების გამოცდილებას და პრაქტიკას. მეექვსე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს მიერ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობაზე.

გამოცემულია 2018 წელს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით

კვლევა მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ პროექტის „სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის ხელშეწყობა, უსახლკაროთა პრობლემატიკის აქტუალიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების გზით“ ფარგლებში.

უფლება სათანადო საცხოვრებელზე by on Scribd