უმცირესობა უმრავლესობაში - პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში

31 მაი, 2022
იხილეთ სრული ვერსია

კვლევა შეეხება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, სენაკი, რუსთავი) შექმნილ კრიზისს, მის მიმდინარეობას, გამომწვევ მიზეზებსა და მიღებულ თუ მოსალოდნელ შედეგებს; დოკუმენტი აგრეთვე ეთმობა ამ საკრებულოთა რეგლამენტების მნიშვნელოვანი დებულებების მიმოხილვას, რომლებიც საკრებულოების საქმიანობის პროცედურებს აწესრიგებს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია საკრებულოში არსებულ სიტუაციაზე, სამართლებრივ ხარვეზებსა და კრიზისიდან გამოსავლის გზებზე.