უსახლკარობა

26 ნოე, 2016
იხილეთ სრული ვერსია

უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში ეს საკითხი არასათანადოდ არის აღიარებული.  უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად,  არ ხდება ამ გამოწვევის წინაშე მდგარ პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებისა და კვლევითი მონაცემების სიმწირის ფონზე, კვლევამ მიზნად დაისახა საცხოვრისის უფლების რეალიზების მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუციური ჩარჩოს, კანონმდებლობის და უსახლკარობის დეფინიციის შესწავლა. კვლევა ასევე აანალიზებს საცხოვრისის სერვისების მუნიციპალურ დონეზე არსებულ სისტემას, მის მიმართებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ადმინისტრირებულ ტრანზიტულ და სპეციალიზებულ სერვისებთან და ავლენს მისი მუშაობის მთავარ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს.

კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც მოიცავს უსახლკარობის ფორმებისა და მიზეზების სოციოლოგიურ ანალიზს, ერთი მხრივ, უსახლკარო თუ სათანადო საცხოვრისის არმქონე პირებს შორის ალტერნატივისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების სიმწირის შესახებ მსჯელობს, მეორე მხრივ კი, იმის ილუსტრირებას ახდენს, თუ როგორ ურთიერთქმედებს ეს საზოგადოებრივ სისტემებში არსებულ სოციალურ უსამართლობასთან.

კვლევაში „უსახლკარობა – სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა” წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები სახელმწიფოს მიერ უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებების შექმნის, გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით.

კვლევა მოამზადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

ნახეთ ვიდეო ამავე თემაზე.

უსახლკარობა-სახელმწიფოს პოლ… by on Scribd