ქალთა საკითხების ადვოკატირება გაეროს კომიტეტთან ქალთა დისკრინიმაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

22 იან, 2020

20-23 იანვარს, თბილისში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ქალთა საკითხების ადვოკატირება გაეროს კომიტეტთან ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW). ტრენინგში “კოალიცია თანასწორობისათვის” წევრი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ტრენერები ქალთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის International Women’s Right Actions Watch Asia Pacific წარმომადგენლები არიან, რომელთაც ქალთა უფლებების დაცვის დიდი გამოცდილება და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ქალთა საკითხების ადვოკატირების ცოდნა გააჩნიათ.