ქართული ორგანიზაციების მიმართვა-პეტიციები პარლამენტს - არ მიიღონ რუსული კანონი

6 მარ, 2023

ყოველდღიურად სულ უფრო მეტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ორგანიზაცია, თუ სტუდენტი აქვეყნებს მიმართვას და პეტიციას რუსული კანონის წინააღმდეგ.

  • სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება კანონპროექტთან დაკავშირებით
  • მშრომელებიაგენტების შესახებკანონპროექტების წინააღმდეგ
  • პეტიცია: სათეატრო სფეროს წარმომადგენლები აგენტების კანონის წინააღმდეგ
  • სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ: მიმართვა სამხარაძეს
  • საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პროტესტი
  • ხელოვანებისა და შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებული პირების უარი რუსულ კანონს
  • მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსმასწავლებლების განცხადება
  • სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ერთობლივი განცხადება
  • საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადება
  • კახეთის სამოქალაქო სექტორის მიმართვა
  • სამეგრელო ზემოსვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას
  • 60-ზე მეტი მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება – “დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას”  
  • მიმართვა მაჟორიტარდეპუტატ ზაალ დუგლაძეს და პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს შიდა ქართლიდან
  • პროფესორების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.

რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

ხელმომწერი: 436 ორგანიზაცია

https://csf.ge/rusuli-kanoni-ar-aris-saqartvelos-archevani/

 

მშრომელებიაგენტების შესახებკანონპროექტების წინააღმდეგ

მოგმართავთ,  სხვადასხვა კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმებისას, ჩაგვრის, შრომითი უფლებების დარღვევის, სამუშაოდან გათავისუფლების, დისკრიმინაციის,  უხელფასოდ, ან ღირსებისშემლახავი ხელფასით მუშაობისა, და დასაქმების ადგილებზე სხვადასხვა მძიმე გამოცდილების  მქონე ადამიანები.

მივიჩნევთ, რომ პარლამენტში, განხილვის პროცესში მყოფი, ორი, არადემოკრატიული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, დასაქმებულები დავკარგავთ მყარ, სანდო და მუდმივ მხარდაჭერას, ამ ქვეყანაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან, შრომის უფლებების სისტემატური დარღვევის პროცესში.

რომ არა საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარება და ამ დახმარების მეშვეობით, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ფონდების მხრიდან გაწეული, უფასო სამართლებრივი მხადაჭერა, ჩვენ ვერ მოვახერხებდით შრომის უფლების დარღვევის ფაქტების გასაჩივრებას სასამართლოსა თუ შრომის ინსპექციაში. გარდა იმისა, რომ იურიდიული დახმარება ძვირი მომსახურებაა, რომელზეც სამუშაოდან გათავისუფლებულ ადამიანს განსაკუთრებით არ მიუწვდება ხელი, საჯარო, ან გავლენიანი კერძო ორგანიზაციებიდან გათავისუფლებული, შრომის უფლებადარღვეული ადამიანისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციების მდგრადი არსებობა, მათი გამბედაობა და რესურსების სიმყარე,  რადგან ამ დროს, დასაქმებულს სახელმწიფო, პარტიული აპარატი და კერძო სექტორის დიდი კაპიტალი უპირისპირდება; რომ არა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენ ამ უზარმაზარი ძალის პირისპირ, მარტო აღმოვჩნდებოდით. ბევრი ჩვენგანის ბრძოლა კულტურის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა საჯარო უწყებების,  კერძო კორპორაციების მიერ დარღვეული შრომის უფლების აღსადგენად, დასრულებული არ არის და სხვადასხვა ინსტანციებში, სწორედ უცხოური ფონდების დახმარებით დღემდე გრძელდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ფონდების მხარდაჭერა გაერთიანების თავისუფლების რეალიზაციის პროცესში, როცა პროფესიული კავშირების ორგანიზების გზით, დასაქმებულები ვცდილობთ, ამ გამორჩეულად დემოკრატიული ფორმით ვებრძოლოთ უსამართლო პრაქტიკებს სამუშაო ადგილებზე, ხელი შევუწყოთ შრომითი გარემოს დემოკრატიზაციას და მშრომელთა ხმა გავიტანოთ იქ, სადაც დიდი კაპიტალისა თუ სახელმწიფო აპარატის ძალის ფონზე, მშრომელის ხმა არ ისმის. პროფკავშირული საქმიანობის და მშრომელის ხელში უფლებადაცვითი მნიშვნელოვანი იარაღის – გაფიცვის გამოყენებისას, ასევე შრომითი პროტესტების პროცესში, სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა ხდება მნიშვნელოვანი, როგორც უშუალოდ შეკრებისა და მანიფესტაციების, ისე მდგრადი პროფკავშირული საქმიანობის განვითარების მიმართულებით.

აღსანიშნავია მხარდაჭერა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რაც ასევე უცხოური ფონდების მხარდაჭერილმა ონლაინ და მცირე, დამოუკიდებელმა მედიებმა გამოხატეს ჩვენს მიმართ. პროპაგანდისტული მედიები, როგორც წესი უგულებელყოფენ შრომის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ბრძოლებს, ამდენად ალტერნატიული მედიების მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი პრობლემა დარჩებოდა საზოგადოების ყურადღების მიღმა, ვერ შეკრებდა ჩვენი მხარდამჭერი ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც გაფიცვების, პროტესტების დროს გვედგნენ გვერდში.

გამოვხატავთ პროტესტსა და შეშფოთებას ამ კანონპროექტების შინაარსის გამო, რადგან ისინი გვართმევენ, ჩვენი პარტნიორების მიერ შექმნილ შრომის უფლების საბაზისო დაცვის მექანიზმებს. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებით, ეს კანონი გვაკარგვინებს ევროპულ პერსპერქტივას, რომელიც გრძელ ვადაში, მშრომელის კეთილდღეობისა და სოციალური დაცულობის მძლავრი მექანიზმი უნდა გახდეს.

ელმომწერები: 48 ფიზიკური და იურიდიული პირი

https://shroma.ge/news/%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94/

 

პეტიცია: სათეატრო სფეროს წარმომადგენლები აგენტების კანონის წინააღმდეგ

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.

თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია.  ინიციირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“  მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სფეროს, რომელსაც ყველაზე მძიმედ შეეხო საბჭოთა  რეპრესიები. სიცოცხლე მოუსპეს და საქმიანობას ჩამოაშორეს ქართული თეატრის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე.

მძიმე ისტორიული გამოცდილება და  საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ.

https://manifest.ge/petitions/056790/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92?fbclid=IwAR3o5b4kxuyCrIJEcwmE89W_C7ReFptHxruJkGU9c1LnYfucc-8mR3-9x8E

 

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ

სტუდენტების ბოიკოტი რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ლექტორს!

დღეს, ჩვენს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე. კანონპროექტის თაობაზე მისი მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, უარს ვამბობთ ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე და ვუერთდებით ამავე მიმართულების კურსდამთავრებულების კრიტიკულ პოზიციას.

ამ განცხადებითვე გვსურს დავაანონსოთ სტუდენტური მოძრაობის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ხელი შეუშალოს რუსული კანონის მიღებას. მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, შემოგვიერთდნენ დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში და არ მისცენ მთავრობას საშუალება მოგვაქციოს რუსულ ორბიტაზე.

ჩვენი მოძრაობის სამომავლო გეგმები დაანონსდება ჩვენს გვერდზე!

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0QRaPPeLGVJTfUifxnztaH7cacn7qoFGEE1n7unEDfLkSjMR8eXkYhiofvsEcHyffl&id=100090376947642

 

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პროტესტი

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და მისი წევრები ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია!

https://www.facebook.com/acag.ge/posts/pfbid02TfXTjDLEn4t58yFjBqwwFKJFE5BayoD1hp

C5jebDPKyFsH8Jij6zDnRZTapDAftPl

 

ხელოვანებისა და შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებული პირების უარი რუსულ კანონს

მიმართვა/პეტიცია საქართველოს პარლამენტს

ჩვენ საქართველოს კულტურის მუშაკები და ხელოვანები, სახელოვნებო ღონისძიებებსა და ინიციატივებში, შემოქმედებითი ინდუსტრიებში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები: პრაქტიკოსები თუ თეორეტიკოსები, სტუდენტები თუ  სტაჟიორები მოგმართავთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს, არ მიიღოთ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“

უკვე ოცდაათი წელია, ხელოვნება და კულტურა საქართველოში ვითარდება  ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის თუ აზიის საელჩოების, დიპლომატიური მისიების, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების, ორგანიზაციების, ფონდებისა და ინიციატივების მხარდაჭერით. გარდა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციული თუ თანამედროვე ხელოვნების პროექტების, ხელოვნების ნამუშევრების, ღონისძიებებისა და სახელოვნებო სივრცეების მხარდაჭერისა, უცხოური ფინანსური რესურსები, 90-იანი წლების ტურბულენტური ყოველდღიურობიდან დღემდე, ჩვენი და ჩვენი ოჯახების შემოსავალია, ჩვენი არსებობისა და შრომისუნარიანობის საყრდენია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საერთო კულტურული კლიმატის რეგრესთან ერთად ნიშნავს, საარსებო საშუალებების მოსპობასა და ღირსების შელახვას მოქალაქეების დიდი ჯგუფისათვის, რომლებსაც წარმოვადგენთ ჩვენ:

ფერმწერები, კურატორები, გალერისტები, გალერეაში მომუშავე ასისტენტები და მუშაკები; მოქანდაკეები, ქარგვის, რეწვისა და ტექსტილის ხელოვანები, არტიზანები, ტრადიციული თუ არატრადიციული ხელსაქმის ოსტატები; კომპოზიტორები და მუსიკოსები, დირიჟორები, მუსიკის თეორეტიკოსები, ხმის ინჟინრები,მუსიკის პროდიუსერები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, მსახიობები და პერფორმანსის ხელოვანები; ფოტოგრაფები, თეატრისა და კინოს რეჟისორები, სცენოგრაფები, გამნათებლები, თეატრისა და კინოს ადმინისტრაციულ სამსახურთა მუშაკები;  ვიდეოსა და მოძრავი გამოსახულების არტისტები, ვიდეო ტექნიკოსები, ოპერატორები, კოლორისტები, ვიდეო ინჟინრები, ასისტენტები, კინოპროდიუსერები, არტ დირექტორები, გრაფიკოსები და დიზაინერები, ციფრული მედიის ოსტატები და ინჟინრები, ტექნიკოსები; ბეჭდვისა და შემოქმედებითი წიგნების ოსტატები; არქიტექტორები და ლანდშაფტის დიზაინერები, ქალაქმგეგმარებლები, ვებ-დიზაინერები და დეველოპერები, ინდუსტრიული დიზაინის წარმომადგენლები; მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები: ფოტოგრაფები, ვიზაჟისტები, მოდელები, ტექსტილის ხელოვანები, თერძები, მკერავები და მოდის ღონისძიებათა ორგანიზატორები და დამგეგმარებლები,  ხელოვნებისა და სახელოვნებო ღონისძიებების მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის სამსახურები; კონსერვაციის ექსპერტები და რესტავრატორები; მკლევარები, ხელოვნებათმცოდნეები, ხელოვნების მასწავლებლები და ლექტორები, ხელოვნების ჟურნალისტები, ხელოვნების წიგნთა ავტორები და რედაქტორები, ილუსტრატორები და მრავალი სხვა.

მიუღებელია მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს, შემოქმედებს რომლებიც ჩვენი კულტურის წარდგენასა და თვითდადგინებაზე მუშაობენ, ადამიანებს რომლებმაც ხშირად დიდი გაჭირვების ფასად არ მიატოვეს ეს სფერო ვუწოდოთ „უცხოური გავლენის აგენტი“. არ შეიძლება „უცხოური გავლენის აგენტის“ საქმიანობად ვაღიაროთ ფრესკების რესტავრაცია; გამქრალი სახელოვნებო ტექნოლოგიების აღდგენა, მაგალითად როგორიცაა მინანქრის ტექნოლოგია; თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები: ოქსიჯენი-თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ბიენალე, აპენდიქსი, არტისტერიუმი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე და ა.შ.; თეატრალური ფესტივალი; კინოს ფესტივალები; ფოტო ფესტივალები; ანიმაციის ფესტივალი; საოპერო თუ თეატრალური დადგმები; მუსიკალური ფესტივალები და კონცერტები;  ონლაინ და ბეჭდური არტმედია;  ფონდები როგორიცაა გაბრიაძის ფონდი… რადგან სწორედ უცხოური ფინანსებისა და არასამთავრობო ორგანიზიაციების დიდი წვლილითაა განხორციელებული.

  • დღემდე, ხელოვნების ბაზარს მოწყვეტილი ხელოვანი  დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე ახერხებს მუშაობას.
  • დღემდე, ხელოვანი თუ ხელოვნებასთან დაკავშირებული ინსტიტუცია, იბრძვის გადარჩენისათვის და ამაში მხარდამჭერად, შესაძლოა მხოლოდ უცხოური ორგანიზაციებიის ფისკალური წლის ბოლოს დარჩენილი ბიუჯეტის 1 ან 2%დან მიღებული დახმარება იყოს.
  • დღემდე, სახელმწიფოს არ შეუქმნია ინსტიტუცია, რომელიც მხარს დაუჭერდა ან დააფინანსებდა კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და ინსტიტუციებს.
  • დღემდე, სახელმწიფო კულტურას განიხილავს პოლიტიკურ იარაღად. კულტურის სამინისტრო თავად ქმნის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან მიბმულ კულტურის პოლიტიკას და თავადვე აფინანსებს პოლიტიკის შესაბამისად კულტურის სფეროს.
  • დღემდე, რაც საქართველოში ხელოვანს გააჩნია, არის შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება.

კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებამ თავისუფლებას ართმევს ხელოვანს

კანონის მიხედვით:

უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო არ აფინანსებს დამოუკიდებელ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიულ პირებს. დამოუკიდებელი კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუციები, ძირითადად არასამეწარმეო არაკომერციული სტატუსისაა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი“ აიძულებს საქართველოს მოქალაქეს დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად. იგი ზღუდავს მოქალაქის თავისუფლებას, იგრძნოს თავი მოქალაქედ და მიეკუთვნებოდეს სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობს. კანონი მიმართულია საქართველოს მოქალაქის დისკრედიტაციაზე და უხეშად ხელყოფს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს.

  1. შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. თუ ხელოვანი ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია;
  1. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია;
  2. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.

კანონის მიხედვით ირღვევა შემოქმედების თავისუფლება და ხელოვანის ინტელექტუალური საკუთრების უფლება. შემოქმედს ეზღუდება საქმიანობა, რადგან დგება უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებული  საშიშროების ქვეშ.

კანონი ითვალისწინებს ცენზურას. შემოქმედებით საქმიანობაში უცხოური აგენტის გავლენით შექმნილი ნამუშევარი ცენზურის ნიშნის მატარებელია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაციები ძირითად შემოსავალს იღებენ უცხოური წყაროებიდან. იზღუდება მოქალაქის უფლება, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

 კანონი წინააღმდეგობაში მოდის იუნესკოს მრავალფეროვნების კონვენციასთან:

კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორიცაა საკუთარი აზრის გამოთქმა, ინფორმაციის და კომუნიკაციის თავისუფლება და ასევე ცალკეულ პირთა შესაძლებლობა, აირჩიონ კულტურული თვითგამოხატვის ფორმა.

კანონი წინააღმდეგობაში მოდის ‘კანონის’ არსთან. კანონი ეს არის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული  აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. საქსტატის მონაცემებით 2021 წელს საქართველოს არასამთავრობო სექტორში დასაქმებული იყო    54 576, ხოლო დაქირავებული 53 658 მოქალაქე. თუ საქართველოს კანონმდებლობა საკუთარი მოსახლეობიდან 108,234 მოქალაქეს უცხოური გავლენის აგენტად მიიჩნევს არგუმენტისა და გამოძიების გარეშე, კანონი კონფლიქტურია საზოგადოებასა და სახელმწიფოსთან.

მიგავჩნია, რომ კანონი არის ანტიკონსტიტუციური!

მოვითხოვთ, არ იქნეს მიღებული კანონი, რათა აღდგეს როგორც ადამიანის ღირსება სახელმწიფოში, ასევე სახელმწიფოს ღირსება საყოველთაო დემოკრატიულ პროცესებთან ერთიანობაში!

https://bit.ly/3EUCdfm

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსმასწავლებლების განცხადება

ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ. და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება!

https://www.facebook.com/tprize.ge/posts/pfbid0eibCG6XTjwctSAsrGttgXTrCxSb2q4dHmLtS3vhdTmMof9bEZzMjY3QhhkE5pxiol

 

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ერთობლივი განცხადება

„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ და “სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის” წევრები ვეხმიანებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით განსახილველად წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სამოქალაქო განათლების ლექტორები და მასწავლებლები ვთვლით, რომ მსგავსი ინიციატივა შეუთავსებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსთან, მისი მიღება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და ხელს შეუშლის სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს არა რომელიმე ერთი სახელმწიფოს, არამედ კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს. Საქართველო, რომელიც პროგრესული კაცობრიობის ნაწილია, გვერდს ვერ აუვლის ამ ფუნდამენტური მონაპოვრის მიღებასა და აღიარებას. ამ ღირებულებების დამკვიდრებისთვის ბრძოლის გზა ზოგიერთმა სახელმწიფომ ბევრად უფრო ადრე გაიარა და ფასდაუდებელია მათი ძალისხმევა დაეხმარონ ახალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებს არსებული გამოწვევების დაძლევაში. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც, როდესაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ქვეყანას უაღრესად უჭირდა, სწორედ დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა და ინფრასტრუქტურული პროექტი, მოხდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განმტკიცება.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, ისეთი საქმიანობები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიის გამყარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხელისუფლების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კორუფციასთან ბრძოლას, არჩევნებზე დაკვირვებას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ა.შ. – ჩაითვლება არა ქართულ, არამედ უცხოური გავლენის საქმიანობად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მსგავსი საქმიანობების დაფინანსება განვითარებული სამყაროს დახმარებით ხდება. ყველა ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ პირს მოუწევს გენერალურ პროკურატურაში რეგისტრაციის გავლა, იმ ორგანოში, რომლის ფუნქციაც კრიმინალთან ბრძოლაა და მიენიჭება უცხოელი ძალის აგენტის სახელი. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ღირსების შემლახველ მოპყრობას, რადგანაც ყველა ზემოთჩამოთვლილი საქმიანობა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საქმე. შესაბამისად, შეუძლებელია მას დაერქვას უცხოური გავლენის საქმიანობა და ასოცირდეს კრიმინალთან.

ჩვენი ორგანიზაციების მაგალითზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლების განმავლობაში სწორედ განვითარებული სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერით შევძელით საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში და სკოლაში სამოქალაქო განათლების კურსის დანერგვა, არაერთი სახელმძღვანელოს და პუბლიკაციის შექმნა, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, ათასობით სტუდენტს და მოსწავლეს მივეცით შესაძლებლობა უკეთ გაეაზრებინა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ადამიანის უფლებების მნიშვნელობა, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, აქტიური მოქალაქის როლი და სხვადასხვა აქტივობებით საკუთარი წვლილი შეეტანა არაერთი საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა წარმოადგენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დონის საქმეს და არ მივიჩნევთ თავს უცხოური ძალის აგენტებად.

ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, გაეცნოს ჩვენს წინადადებას და უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგანაც მისი მიღებით საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა.

https://www.facebook.com/celageo/posts/pfbid02q1XmmRNJwFA6gxoh3RAnAPgdCVWRHnBYgaPePWVLnxp2fFiZ7xJUXbMiEyeutQNSl

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადება

ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არაერთხელ დადასტურებულ ევროპულ მისწრაფებებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას და ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ახლა, როცა ჯანსაღი ძალების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით. საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს.

მოვუწოდებთ ქართველ პარლამენტარებს, გაიხსენონ და გაიაზრონ წარსულის მწარე გაკვეთილები. ნუ დაუშვებთ შეცდომას, რომელიც ლაქად დააჩნდება თითოეული თქვენგანის ბიოგრაფიას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას.

https://www.facebook.com/gpba.ge/posts/pfbid02XR58qh8CFftjeaxMzAUzFn9NUtDz2g13PURAVYxXeY9qWTYhUWShrHEhXMHLPvTYl

 

კახეთის სამოქალაქო სექტორის მიმართვა

კახეთის  რეგიონული, სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ.

„ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც მთლიანად იზიარებს რუსეთში მიღებული კანონის სულისკვეთებას.

მოგიწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენი რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონს, ასევე მოგიწოდებთ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, თანამდებობის პირებს ხმა აიმაღლოთ რუსული, ანტიქართული, ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ.

რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

პარლამენტში ამჟამად განსახილველი კანონი   მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რაც პირველ რიგში, დააზარალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, უმცირესობებს,  ახალგაზრდებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ადამიანებს.

სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს ყოფით პრობლემებთან გამკლავების საშუალებას.  ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა.

კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად არაერთი სასარგებლო ინიციატივა განახორციელეს ჩვენი საზოგადოების გასაძლიერებლად, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ყველა ერთად, ვემსახურებით ქართველი ხალხის უკეთეს მომავალს.

საამაყოა, რომ ერთობლივი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შედეგად არაერთმა ადგილობრივმა მოქალაქემ: ახალგაზრდამ, შშმ პირმა, ქალებმა თუ ფერმერმა  გაიუმჯობესა საკუთარი უნარები. შესაძლებლობები, თუმცა ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება შეაჩერებს წინსვლას და განვითარებას!

იდენტურმა კანონმა რუსეთში მოკლა თავისუფალი და კრიტიკული აზრი, დაასამარა დემოკრატია, რომელმაც, თავის მხრივ, გააძლიერა პუტინის ავტორიტარული რეჟიმი. ქართული საზოგადოების მისწრაფება ყოველთვის იყო და არის დასავლური ფასეულობები, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.  რუსული კანონი კი ამ ყველაფერთან შეუთავსებელია!

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის  საერთო ინტერესიდან გამომდინარე, პარტიულ გადაწყვეტილებებზე უპირატესად დააყენებთ ფართო საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას და მხარს არ დაუჭერთ რუსულ კანონს.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”

განცხადებას ხელს აწერს 46 ორგანიზაცია

https://knews.ge/?p=82146&fbclid=IwAR0uDgl3E8dyxtu8ys66fO2TcAC5vW3QXnGsviJ4KE1Zcr7PagyTe83n7Rg

 

სამეგრელო ზემოსვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას         

სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ. მიმართვის ტექსტს რადიო ათინათი უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც მთლიანად იზიარებს რუსეთში მიღებული კანონის სულისკვეთებას.

მოგიწოდებთ სამეგრელო ზემო-სვანეთიდან საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენი რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონს, ასევე მოგიწოდებთ სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, თანამდებობის პირებს ხმა აიმაღლოთ რუსული, ანტიქართული, ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ.

რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რუსული კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რაც პირველ რიგში დააზარალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, უმცირესობებს,  ახალგაზრდებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ადამიანებს. სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს ყოფით პრობლემებთან გამკლავების საშუალებას.  ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა.

იდენტურმა კანონმა რუსეთში მოკლა თავისუფალი და კრიტიკული აზრი, დაასამარა დემოკრატია, რომელმაც თავის მხრივ გააძლიერა პუტინის ავტორიტარული რეჟიმი.

ქართული საზოგადოების მისწრაფება ყოველთვის იყო და არის დასავლური ფასეულობები, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რუსული კანონი კი ამ ყველაფერთან შეუთავსებელია.

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”

https://www.radioatinati.ge/akhali-ambebi/article/81686-samegrelo-zemo-svanethis-sazogadoebrivi-organizaciebisa-da-samoqalaqo-aqtivistebis-mimarthva-parlamentis-tsevrebsa-da-adgilobriv-khelisuflebas.html?fbclid=IwAR1Chz-_OlAOUwmTbOQdpiAB1r2lksixcvW26vi22GZPeiGZkYe9JLmAvfc

 

მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება – “დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას

60-ზე მეტი მედიასაშუალება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. განცხადების ტექსტს, რომელსაც ხელს რადიო ათინათიც აწერს, უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა,  მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები – დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

https://www.radioatinati.ge/regioni/article/81661-daushveblad-mivichnevth-rusuli-kanonis-mighebas-mediaorganizaciebi-math-shoris-athinathi-erthobliv-ganckhadebas-avrceleben.html

 

მიმართვა მაჟორიტარ დეპუტატ ზაალ დუგლაძეს და პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს შიდა ქართლიდან

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.

ბატონო ზაალ, ბატონო ირაკლი, ამჟამად თქვენ წარმოადგენთ შიდა ქართლის მოსახლეობის ხმას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, კანონპროექტის განხილვისას უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ადგილობრივი მოქალაქეების წინაშე. მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც 2008 წელს, სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი რეგიონი და დღემდე, მცოცავი ოკუპაციის პირობებში, პატრიოტული სულისკვეთებით აგრძელებს ცხოვრებას რუსეთის ჯარის პირისპირ. ნუ დაივიწყებთ, რომ სწორედ ეს ოჯახები წარმოადგენენ იმ უცხოური გრანტებით მხარდაჭერილი პროექტების ძირითად მონაწილეებს, რომელთა მიზანი ამ ხალხის გაძლიერება, ხარისხიანი განათლების მიწოდება, მხარდაჭერა და განვითარებაა.

ჩვენ ყველანი ვხედავთ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. ის, რომ რეგიონში ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ადგილობრივი მედია არსებობს, ესეც სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია.

ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ.

კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი.

დღეს ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, განვითარებული მომავლის მხარეს.

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

https://mozaikanews.ge/2023/03/03/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a2/?fbclid=IwAR1gTWAALF0p3Mvsd16wwRLCIg3_QHWwiYgq0Xm5Rj_-84MWZaGickgqyZw

 

პროფესორების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

“დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას – გახდეს ევროპული ქვეყანა.

ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი”

ხელმომწერი: 237 პროფესორი

https://www.radiotavisupleba.ge/a/32303555.html