ქეთი ხუციშვილი ტვ პალიტრის ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

15 დეკ, 2022

ქეთი ხუციშვილი აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს – ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანია, ევროპარლამენტის მიერ 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია, კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმოყოფოდან გავრცელებული კადრები. ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები ტვ პალიტრის ნიუსრუმის ეთერში კოკა კვირკველიასთან ერთად

 

“ისე ხდება თითქოს ევროპა რაღაცას გვაძალებს, ჩვენ არ გვინდა ევროკავშირის წევრობა. მაგრამ ეს ასე არ არის, ჩვენ როგორც საქართველომ ვთხოვეთ ევროკავშირს, რომ განეხილათ ჯერ ჩვენი სტატუსი და შემდგომ, მომავალში მეტი ინტეგრაცია. ეს არ არის იქიდან შემოთავაზებული, პირიქით ევროკავშირი მიდის დათმობაზე, რომ ნაკლებად განვითარებული,  პრობლემების მქონე ქვეყანა შესაძლოა უკვე სტატუსისთვის განიხილოს და შემდგომ უფრო მეტი წინსვლისთვის. ამის შემდეგ იმის თქმა, რომ თუ ეს მოხდა ჩვენ ეს არ გვინდა არის პრინციპულად მიუღებელია ვინაიდან ეს არ არის არც ამ ხელისუფლების არჩევანი, არც დღევანდელი არჩევანი ეს არის ქართველი ერის არჩევანი უკანასკნელი 30 წლის მანძილზე!’

“ევროპა უყურებს დინამიკას და დინამიკა არის უარყოფითი არა მარტო რიტორიკის დონეზე, არამედ ქცევის დონეზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაუარესების თვალსაზრისით.”

“აქამდე არ მინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ მეც ვხედავ, რომ არის ასეთი საფრთხე – ფორმალურად რამდენიმე პირობასაც შეასრულებენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვანს ვთქვათ არა და მერე თუ კი სტატუსს არ მოგვცემენ იტყვიან ნახეთ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ევროპამ კი არ მოგვცა სტატუსი, რატომ?! და მერე იქნება მათეული ახსნა, რომ ან იპპ ბრალია, ან მიშა სააკაშვილის ბრალია, ან ვინმე კიდე სხვის. ასეთ შემთხვევაში ეცდებიან, რომ მთელი უარყოფითი მუხტი გადაიტანონ ევროპაზე, რომ ჩვენ კი ვცადეთ, ჩვენ კი გვინდოდა, მაგრამ არ მოგვცეს საშუალება.”

“უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ახლანდელ დასკვნაში ცოტა განსხვავებულად არის სააკაშვილის და გვარამიას საქმე დაყენებული. გვარამიას თაობაზე პირდაპირ წერია, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერა, ძალიან უცნაური და ბუნდოვანი ბრალდებებით და პირდაპირ მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ იმ ტოქსიკოლოგს, რომლის დასკვნაშიც არის საუბარი მძიმე მეტალებზე და იძახიან, რომ ჰუმანიტარული საფუძვლით მისი გადაყვანა უნდა მოხდეს დასავლეთში სამკურნალოდ.”

“გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. ის, რომ უკვე დაარღვიეს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კანონი ეს ვიცით. ისიც გვახსოვს, რომ მსგავსი რამ მოხდა მაშინ როდესაც გადაყვანას გვიჩვენებდნენ. მაშინ სახელმწიფო ინსპექტორმა ქალბატონმა ლონდა თოლორაიამ გამოაცხადა კიდეც ეს სერიოზულ დარღვევად. ახლა სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რისთვის გვიჩვენეს, ეგონათ, რომ მეტი დისკრედიტაცია მოხდება? პირიქით ჩემთვის ეს იყო უმძიმესი კადრები. მართალია მონტაჟი იყო, მაგრამ ბოლოსკენ დეკემბრის კადრებში აშკარად ჩანდა, რომ ადამიანი დამძიმებულია მას კიდევ უფრო უჭირს მოძრაობა და ფუნქციონირება. მე ვფიქრობ ამითი მხოლოდ თანაგრძნობას თუ გამოიწვევ. მიჭირს ვთქვა რა ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ.”

– ქეთი ხუციშვილი ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.