რა უნდა გაკეთდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად

27 ივლ, 2022

სამოქალაქო საზოგადოების ხედვა

სამოქალაქო საზოგადოებამ  ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოების ხედვა თორმეტივე პუნქტის ქვეშ მოიაზრებს კონკრეტულ ნაბიჯს, რომელთა განხორციელება საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მოპოვების წინაპირობაა. ღონისძიებას დაესწრნენ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

სამოქმედო გეგმის გაზიარებით, სამოქალაქო საზოგადოება  დაინტერესებულ მხარეებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესში მხარდაჭერას სთავაზობს.  რეკომენდაციების შესრულებისთვის საკმარისია პოლიტიკური ნება, რომლის განხორციელება საპარლამენტო უმრავლესობის ხელშია. ამის მიუხედავად, მმართველი პარტია  დოკუმენტის წარდგენის ღონისძიებას არ დაესწრო. 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული ვადები და დოკუმენტის შეფასების კრიტერიუმები.

“ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სირთულეს წარმოადგენს მისი ზოგადი ხასიათი და  ამით გამოწვეული ფართო ინტერპრეტაციის პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ნათელი მოჰფინოს შესრულების ვადებს და დოკუმენტის შესრულების შეფასების კრიტერიუმებს.”- ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდი. 

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას, რომ გაზარდოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულება რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის გზით.

თემების მიხედვით, 12 პუნქტიან გეგმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს:

  • პოლიტიკური პოლარიზაცია – ედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საარჩევნო რეფორმა და კარგი მმართველობა – ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნები
  • სასამართლო სისტემის რეფორმა – გურამ იმნაძე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის
  • ბრძოლა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ – ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • მედიის დამოუკიდებლობა – ხატია ჯინჯიხაძე, მედიის ადვოკატირების კოალიცია
  • ადამიანის უფლებები – ბაია პატარაია, კოალიცია თანასწორობისთვის
  • დეოლიგარქიზაცია – ნიკა სიმონიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედია ამ თემაზე