ბოშები გელაურიდან

13 სექ, 2019

წყარო: ბათუმელები

ისინი ბოშები არიან. ცხოვრობენ გელაურში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სწავლობენ სკოლაში, შრომობენ და უკეთეს მომავალზე ოცნებობენ.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობის” პროექტი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.  პროექტის მიზანია: ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბოშათა უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობა – პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები თვეში ერთხელ მულტიმედია ფორმატში მომზადდა სტატიების ციკლი ბოშების წინაშე არსებული პრობელემების შესახებ და მათ კულტურულ თავისებურებებზე, სულ პროექტის ფარგლებში მომზადდება 5 სტატია, რომელიც განთავსდა ვებ-გვერდზე www.batumelebi.ge და netgazeti.ge. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგის“ 5 პირდაპირი სატელევიზიო ეთერი ბოშების თემატიკას დაეთმო. გადაცემა ,,ჰეშთეგში”, გადაცემის წამყვანები პირდაპირ ეთერში სტუმართან და ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ კონკრეტულ საკითხებს, რაც ბოშების წინაშე მდგარი პრობლემებს ასახავდა.