არასამთავრობო ორგანიზაციების გზა საქართველოში, წარსულიდან დღემდე

18 მარ, 2023

“უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებით 90 წლებში გარკვეული ნიშაც აღმოჩნდა ეს სფერო ინტელექტუალებისთვის. მძიმე მდგომარეობა იყო მეცნიერებაში, მძიმე მდგომარეობა იყო სხვა სფეროებში და ამიტომაც ასეთი არასამთავრობოები გარკვეული იდეებით, გარკვეული პროექტებით, იყო გადარჩენის ფორმა ინტელექტუალური ხალხისთვის და ამავე დროს გადარჩენის საშუალებაც.

როგორც ყველა მოქალაქეს, ჩვენ რათქმაუნდა სრული უფლებაც გვაქვს და მოვალეობაც გვაქვს, რომ პოლიტიკაში ვიყოთ ჩართულები.

ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა უკვე ბოლო წელს მას შემდეგ რაც დაიწყო ომი, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ ფაქტიურად გააკეთეს აქცენტი რუსეთის გამარჯვებაზე, ფაქტიურად ფსონი დადეს რუსეთის გამარჯვებაზე და დაიწყეს სვლა რუსეთისკენ” – ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი